ირპენი თავისუფალია ოკუპანტებისგან – ქალაქის მერი

კიევის რეგიონში მდებარე ქალაქის, ირპენის მერი აცხადებს, რომ ქალაქი რუსი ოკუპანტებისგან თავისუფალია. ამის შესახებ ოლექსანდრ მარკუშინმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

“ჩვენი ირპენი გათავისუფლდა მოსკოვის ბოროტი სულებისგან!

დიდება უკრაინას! დიდება მის დამცველებს! მარადიული ხსოვნა დაღუპულ გმირებს”,– თქვა მერმა.

მისივე ცნობით, ახლა ქალაქის მტრისგან გაწმენა მიმდინარეობს და იქ დაბრუნება კვლავ სახიფათოა.