ისანში ერთი ადამიანი მოკლეს, სამი კი დაჭრეს

ისანში, დირსის საცხოვრებელ კომპლექსში 1 ადამიანი მოკლეს, 3 კი დაჭრეს.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

შემთხვევის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.