ისეთი ამაზრზენი ტყუილია,5000 ლარზეც კი ადამიანი არ უნდა ამბობდეს – ასე ეხმაურება, ნინუცა მაყაშვილის, ყოფილი მეუღლე, ბესო ზანგური ყოფილი მეუღლის ბრალდებებს და აცხადებს, რომ ძალადობა მისთვის მიუღებელია. დღეს ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ თანაცხოვრების დროს მასზე ფიზიკურად ხშირად ძალადობდა.
“ვემიჯნებით ყველანაირად ძალადობას და ვემიჯნებოდი ყოველთვის. ეს ისეთი ამაზრზენი ტყუილია, რომელსაც 5000 ლარზეც კი ადამიანი არ უნდა ამბობდეს,” – ამბობს მსახიობი.
კითხვაზე, რა გახდა განქორწინების მიზეზი, მსახიობი პასუხობს:
“არაფერი. უბრალოდ, აი ასე მოხდა…”
გადაცემა “ფარულ კონვერტში” ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ ის ძალადობის მსხვერპლი იყო. მასზე მეუღლე, ბესო ზანგური ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის – ორსულობის დროსაც.