ვინ არის ალი ლარიჯანი-კაცი, რომელიც შესაძლოა ირანის ყველაზე გავლენიანი პირი გახდეს

spot_imgspot_img

ირანის პოლიტიკის ვეტერანი ალი ლარიჯანი, რომელმაც კვირას განაცხადა, რომ აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის შემდეგ შეიქმნება დროებითი ლიდერთა საბჭო, ჯერ კიდევ გასულ წელს კვლავ იქცა რეჟიმის უსაფრთხოების სტრუქტურების იერარქიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად.

ის კურირებს საკითხების ფართო სპექტრს – ბირთვული მოლაპარაკებებიდან დაწყებული თეირანის რეგიონული კავშირებითა და შიდა არეულობების სასტიკი ჩახშობით დამთავრებული.

როგორც ისტებლიშმენტის ინსაიდერი და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ოჯახის წარმომადგენელი, ლარიჯანი ხელმძღვანელობდა ირანის მცდელობებს აშშ-სთან ბირთვული შეთანხმების მისაღწევად – სულ რაღაც ერთი თვის თავზე იქიდან,  რაც ვაშინგტონმა იანვარში მას სანქციები დაუწესა ანტისამთავრობო პროტესტების ჩახშობაში მონაწილეობის გამო.

ლარიჯანი 1958 წელს ერაყის ნაჯაფში დაიბადა გამოჩენილი ირანელი სასულიერო პირის, აიათოლა ჰაშემი მირზა ამოლის ოჯახში, რომელიც შაჰმა მოჰამად რეზამ ერაყში გადაასახლა. 1979 წლის რევოლუციის შემდეგ ოჯახი ირანში გადავიდა, სადაც ალი ლარიჯანიმ მოგვიანებით ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო. მისი რამდენიმე ძმა ასევე იკავებდა მაღალ თანამდებობებს სახელმწიფო სტრუქტურებში, მათ შორის სასამართლო სისტემასა და საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ის იყო ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთი პირველი წევრი, მოგვიანებით კი გახდა ირანის მთავარი მომლაპარაკებელი ბირთვულ პროგრამაზე. ასევე ხელმძღვანელობდა სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანიას IRIB-ს და მრავალი წლის განმავლობაში აყალიბებდა ირანის მედიის დღის წესრიგს.

2005–2007 წლებში ლარიჯანი ბირთვული პროგრამის მთავარი მომლაპარაკებელი იყო და იცავდა თეირანის უფლებას ურანის გამდიდრებაზე. ერთხელ მან ევროპის მხრიდან ბირთვული საწვავის წარმოებაზე უარის თქმის სანაცვლოდ შეთავაზებული სტიმულები შეადარა „მარგალიტის შოკოლადის ფილაზე გაცვლას“.

მაშინ ირანის ექსპერტები ამბობდნენ, რომ ის დასავლეთის დარწმუნებას დიპლომატიის გზით ცდილობდა და პრაგმატიკოსად ითვლებოდა.

2005 წელს მან წარუმატებლად იყარა კენჭი პრეზიდენტის პოსტზე. მოგვიანებით სცადა მონაწილეობა 2021 და 2024 წლების საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა ორივეჯერ მცველთა საბჭომ მოხსნა კანდიდატობიდან.

2008–2020 წლებში ლარიჯანი პარლამენტის სპიკერის პოსტს იკავებდა და პოსტრევოლუციურ ეპოქაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პოლიტიკოსად იქცა. მისი სპიკერობის პერიოდში ირანმა 2015 წელს, თითქმის ორწლიანი რთული მოლაპარაკებების შემდეგ, ექვს მსოფლიო ძალასთან ბირთვული შეთანხმება გააფორმა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეს შეთანხმება 2018 წელს, თავისი პირველი ვადის დროს, დატოვა.

2021 წელს ხამენეიმ ლარიჯანი დანიშნა ჩინეთთან 25-წლიანი სტრატეგიული შეთანხმების მომლაპარაკებლად — მრავალმილიარდიანი გარიგება, რომელიც ირანის გრძელვადიანი ეკონომიკური გადარჩენისთვის საკვანძო მნიშვნელობისაა.

ლარიჯანი მთელი კარიერის განმავლობაში იკავებდა მაღალ თანამდებობებს, გამოირჩეოდა ხამენეისადმი ერთგულებით და სისტემის ხშირად ერთმანეთთან კონკურირებად ფრაქციებთან ურთიერთობაში პრაგმატიკოსის რეპუტაციით.

მისი ახლო წარსულის ვიზიტი ომანში, როგორც შუამავლისა არაპირდაპირი ბირთვული მოლაპარაკებების მოსამზადებლად აშშ-სთან, კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს მისი,  როგორც ხამენეის ნდობით აღჭურვილი სტრატეგის სტატუსს.

ბოლო თვეებში ლარიჯანი რამდენჯერმე ეწვია თეირანის მთავარ მოკავშირეს — მოსკოვს, უსაფრთხოების საკითხების განსახილველად, რაც მისი მაღალი დონის დიპლომატიაში დაბრუნების კიდევ ერთ ნიშნად შეფასდა.

ლარიჯანი, რომელიც 20 წლის წინ ეროვნული უსაფრთხოების უმაღლეს საბჭოს ხელმძღვანელობდა, ამ პოსტზე კვლავ დაბრუნდა ირანსა და ისრაელს შორის 12-დღიანი საჰაერო ომის შემდეგ, რომელშიც მაშინ აშშ-ც ჩაერთო.

მისი ზოგიერთი საჯარო განცხადება ბირთვულ საკითხზე საკმაოდ პრაგმატულად ჟღერდა.

„ჩემი აზრით, ეს საკითხი გადაჭრადია,“ — განაცხადა ლარიჯანიმ თებერვალში ომანის სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში, აშშ-სთან მოლაპარაკებებზე საუბრისას. — „თუ ამერიკელები შეშფოთებულნი არიან იმით, რომ ირანი არ უნდა მიიწევდეს ბირთვული იარაღის ფლობის მიმართულებით, ეს პრობლემა შეიძლება გადაწყდეს.“

ამასთან, ლარიჯანის არაერთხელ უთქვამს, რომ ირანის ბირთვული პროგრამა „ვერასოდეს იქნება განადგურებული“.

თუმცა იანვრის პროტესტების უსაფრთხოების ძალების მიერ სასტიკ ჩახშობაში ლარიჯანის როლიც ყურადღების მიღმა არ დარჩენილა.

აშშ-ის მთავრობის განცხადების თანახმად, სადაც დეტალურადაა აღწერილი მის წინააღმდეგ და სხვა ჩინოვნიკების მიმართ დაწესებული სანქციები რეპრესიებზე პასუხად, ლარიჯანი ერთ-ერთ საკვანძო როლს ასრულებდა პროტესტების ჩახშობაში.

როგორც სხვა ირანელმა ოფიციალურმა პირებმა, ლარიჯანიმაც განაცხადა, რომ ესმოდა იმ ადამიანების განწყობები, რომლებიც ეკონომიკური სირთულეების გამო დემონსტრაციებზე გამოვიდნენ. თუმცა მან დაგმო შეიარაღებული ქმედებები, რომლებიც მისი თქმით, ირანის „მოსისხლე მტრის“ – ისრაელის  მიერ იყო პროვოცირებული.

იანვრის დასაწყისში, როდესაც პროტესტები მთელ ირანში გავრცელდა და თეირანში აშშ-ის შესაძლო სამხედრო მოქმედებების შიში გაიზარდა, აიათოლა ხამენეიმ ლარიჯანს სთხოვა სიტუაციის სტაბილიზაცია. ამის შემდეგ, მაღალი რანგის ინსაიდერების თქმით, ლარიჯანიმ კრიზისის მართვა საკუთარ თავზე აიღო და ფაქტობრივად გვერდზე გასწია არჩეული მთავრობა.

იანვრის პროტესტების ჩახშობის შემდეგ ის პრაქტიკულად ქვეყნის ლიდერად იქცა, უკან ჩამოიტოვა პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი და თავად მართავდა ირანის ურთიერთობებს როგორც მოკავშირეებთან, ისე მოწინააღმდეგეებთან.

ვინაიდან ლარიჯანი სასულიერო პირი არ არის, მას არ შეუძლია ხამენეის მემკვიდრე გახდეს უზენაესი ლიდერის პოსტზე. ეს როლი სასულიერო პირს ეკუთვნის, და ხამენეიმ სამი კანდიდატის სია დატოვა.

თუმცა ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ აიათოლას გარდაცვალების შემდეგ ირანის, როგორც სასულიერო რეჟიმის, მომავალი გარანტირებული აღარ არის. შესაძლებელია ქვეყანა სათავეში ჩაუდგეს უფრო სეკულარული, მკაცრი ლიდერი ლარიჯანის მსგავსად, და ახალი ხელისუფლების პოლიტიკა კიდევ უფრო მილიტარისტული და ნაკლებად პროგნოზირებადი გახდეს.

ინსაიდერების თქმით, ლარიჯანი უკვე იღებდა ზომებს ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის ხამენეის გარდაცვალების შემთხვევისთვის, იყენებდა რა მჭიდრო კავშირებს  გუშაგთა კორპუსის ყოფილ მეთაურებთან და სპეცსამსახურებთან, ასევე თავისი ოჯახის კავშირებს მაღალი რანგის სასულიერო პირებთან.

spot_imgspot_img

პოპულარული

იცოდა გამოძიებაზე და პრევენციული განცხადება გააკეთა – კალაძე ღარიბაშვილზე

"იცოდა გამოძიებაზე და პრევენციული განცხადება გააკეთა" - აცხადებს კახა...

გერმანია რუსეთის შეკავებისთვის €12 მილიარდის ღირებულების შორი მოქმედების იარაღის არსენალს შექმნის

გერმანია რუსეთის შეკავების მიზნით შორი მოქმედების იარაღის ახალი არსენალის...

ზელენსკის თქმით, უკრაინელებმა ერთ დღეში რუსეთში 16 სამიზნეს დაარტყეს

უკრაინის მეთაურის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით,  უკრაინულმა ძალებმა გასული დღე-ღამის...

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მძიმე სტიქიურმა მოვლენამ ფართომასშტაბიანი ნგრევა გამოიწვია -...

პრინცი ჰარი და მეგანი ბრიტანეთში ბრუნდებიან

BBC-ის ინფორმაციით, სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია -  პრინცი ჰარი...

“მოძალადის ტყვეობაში მაინც ნუ იქნები მისი მონა” – გვარამია ღარიბაშვილს, ბიძინა ივანიშვილისთვის წინააღმდეგობის გაწევისკენ მოუწოდებს

„კოალიცია ცვლილებისთვის”-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

ფაშინიანი: მოხარული ვიქნები, თუ ОДКБ სომხეთის გარიცხვას გადაწყვეტს

სომხეთი უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის...

რუსეთის მუქარანარევი გაფრთხილება და პარტნიორების მხარდაჭერა გაეროს ტრიბუნიდან

რუსეთის წარმომადგენელმა დღეს საქართველო გაეროს ტრიბუნიდან გააფრთხილა, „ქართული ოცნების“...
spot_img

ყველა ამბავი

სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტ სარგსიანს ქვეყნის დატოვება აუკრძალა

ერევნის სასამართლომ ანტიკორუფციული კომიტეტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სერჟ სარგსიანს ქვეყნიდან გაუსვლელობის ვალდებულება შეუფარდა. სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად...

ფრანკფურტის აეროპორტის ორი თანამშრომელი მალარიით გარდაიცვალა

ივლისის შუა რიცხვებიდან მაინის ფრანკფურტში მალარიით ინფიცირების 6 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 2 ლეტალურად დასრულდა. სავარაუდოდ, აეროპორტის თანამშრომლებს დაავადების გავრცელების...

მაისურზე დატანილი წარწერის გამო შოთა ოდიშვილს 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

მაისურზე წარწერის გამო დაკავებულ შოთა ოდიშვილს მოსამართლე ნინო ენუქიძემ 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. როგორც   ოდიშვილის ადვოკატმა, გიორგი ტაბატაძემ განაცხადა, ის...

ავჭალაში 17 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

ავჭალაში, შემოვლითი რკინიგზის გაუქმებული ხიდთან 17 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. ოჯახის ადვოკატი, ნანა ფარჩუკაშვილი აცხადებს, რომ ისინი თვითმკვლელობას გამორიცხავენ."არანაირ ცუდ...

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მძიმე სტიქიურმა მოვლენამ ფართომასშტაბიანი ნგრევა გამოიწვია - ძლიერი უეცარი წყალდიდობისა და ღვარცოფის შედეგად განადგურებულია შენობები, გზები, ხიდები...

ოკუპანტი სახელმწიფო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს „დამოუკიდებლობას“ ულოცავს

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა მის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. დღეს...

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება საქართველოს ინტერესებშია – ჯიოევი

"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება საქართველოს ინტერესებშია" - განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლემა, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა...

ზელენსკის თქმით, უკრაინელებმა ერთ დღეში რუსეთში 16 სამიზნეს დაარტყეს

უკრაინის მეთაურის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით,  უკრაინულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში 16 სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის ნავთობის ინფრასტრუქტურას, აეროდრომებს,...

პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება

პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება. კონკურსში მონაწილეობა იმ აბიტურიენტებსაც შეუძლიათ, რომლებიც ეროვნული გამოცდების შედეგებით უმაღლეს სასწავლებლებში ვერ ჩაირიცხნენ,...

შსს-მ თბილისში 4 პირი დააკავა, რომლებმაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მოპარვა სცადეს

თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით...

ისლამაბადის საავადმყოფოში ხანძარს 15 ახალშობილი ემსხვერპლა

პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, Pakistan Institute of Medical Sciences-ის (PIMS) საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს მინიმუმ 15 ახალშობილი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters ადგილობრივ...

80 წლის ასაკში დოლი პარტონი გარდაიცვალა

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა დისშვილმა და დაცვის ყოფილმა უფროსმა, ბრაიან სივერმა,...