ისეთ სინდრომთან გვაქვს საქმე, რომლის დიაგნოზიც ვერ დავსვით – კონსილიუმის ექიმი სააკაშვილზე

“ისეთ სინდრომთან გვაქვს საქმე, რომლის დიაგნოზიც ვერ დავსვით ” – ამის შესახებ, სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სამედიცინო კონსილიუმის წვერმა გიორგი ხუციძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

“გვაქვს სამედიცინი ციფრი, რასაც ჰქვია სხეულს მასის ინდექსი, რომელიც ნორმაშია 19-დან 27-მდე. მიხეილ სააკაშვილის არის 20 ამჟამად. ძაან სწრაფად იკლებს წონაში. სექტემბრიდან დაახლოებით 25 კგ დაიკლო. კლება ამ დინამიკით რომ გაგრძელდეს,  სადღაც 50 კგმ-დე ჩამოვა სამ თვეში და მისი კრიტიკული BMI არის 14, დაახლოებით და ამ მიზანს. კრიტიკული ზვარს როცა მიაღწევს, შემდეგ იწყება ორგანოების დაზიანება და შეუქცევადი ცვლილებები ორგანიზმში”.- აცხადებს ექიმი.

მისივე თქმით, წონის შემაშფოთებელ კლებას ემატება ნეიროპათიის გაღრმავებაც, ნერვების დაზიანება, სიცხე და ამასთანავე ხუციძე აღნიშნავს, რომ  “რაღაც ისეთ სინდრომთან გვაქვს საქმე, რომლის დიაგნოზიც აქ ვერ დავსვით”.

“რაც შეეხება კვებას. ამ სინდრომით თუ შევხედავთ, რადგანაც ავტონომიური ნეიროპათია წარმოიშვა, ანუ ქვედა კიდურების მოშლა არის. ფეხზე დგომისას ავტონომიური სისტემა აქვს მოშლილი და წნევა უვარდება. ეს სისტემა პასუხისმგებელია საკვების მონელებაზე. შეიძლება ეს იყოს სინდრომის ნაწილი, ვერ გამოვრიცხავთ, უბრალოდ აქ ჩვენ დიაგნოზს ვერ დავსვამთ საქართველოში”.- ამბობს კონსილიუმის ექიმი.