“ისეთ სურპრიზებს მოგიმზადებთ გაგაკვირვებთ” – ბათუმში ოპოზიციის საპროტესტო აქცია დაიწყო

ბათუმში, აჭარის მთავრობასთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს აპროტესტებენ.

“ისტორიულად მნიშვნელოვანი პროცესია, რაშიც ჩვენ ვმონაწილეობთ. ეს ბრძოლა კი არ დასრულებულა, ახლა იწყება და ჩვენ მას მივიყვანთ ბოლომდე. არც ერთ შემთხვევაში არ იქნება უკან დახევა, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ვალდებულები.  ჩვენ მოგვპარეს არჩევნები. მოგვპარეს ძალადობით და სხვადასხვა უღირსი მეთოდით. და რახან ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, რომ არჩევნების წესით რეალობას თვალს არ გაუსწორებს, ჩვენ უნდა ვაიძულოთ, რომ შემოვიდეს ხალხის ნებასთან დაპირისპირებაში და ამისთვის ვართ მზად მეკიხებიან: რას აპირებთ, საპროტესტო აქციებისკენ უნდა წაიყვანონ ქვეყანა? – ამ დროს კონტრ შეკითხვას ვსვამ – ბელორუსად უნდა ვაქციოთ ეს სახელმწიფო? დიახაც, საპროტესტო აქციები არ შეწყდება მანამ, სანამ სიმართლე არ გაიმარჯვებს”. – თქვა ნიკა მელიამ.