”ჩვენ თავმოყვარე ერი ვართ, ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაცია მსოფლიოში, უძველესი კულტურით და ძალიან მაგარი ამაყი ხალხით. აქ ამპარტავნობაზე არაა საუბარი, მაგრამ ჩვენ ისე ნუ წარმოვაჩენთ, რომ რაღაცას ვმათხოვრობთ და ვეხვეწებით ვინმეს. ეს საჯაროდ ვთქვი ბრიუსელშიც, დავოსში და ბრატისლავაშიც, ჩვენ არაფერს ვითხოვთ დაუმსახურებელს. მე ვითხოვ სამართლიან დამოკიდებულებას, პატივისცემის გამოხატულებას.”

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.