ისრაელის პრემიერ-მინისტრი კორონავირუსის ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა (ვიდეო)

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყანაში პირველმა, პირდაპირ ეთერში გაიკეთა. ის Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით აიცრა.

“ეს არის ერთი მცირე ინექცია ადამიანისთვის და გიგანტი ნახტომი ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

“მოვითხოვე ავცრილიყავი პირველი, რათა განახოთ პირადი მაგალითი და გაგამხნევოთ ვაქცინაციისთვის”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელში ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო. Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა უპირველესად ექიმებისა და მაღალ რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ცნობისთვის, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა პირველმა დიდმა ბრიტანეთმა დაამტკიცა და აცრა 8 დეკემბერს დაიწყო.