„ისრაელში დაიწყეს სოლომონის ტაძრის აშენება, ეს დაკავშირებულია ქრისტეს მეორედ მოსვლასთან“ – მეუფე საბა

„ისრაელში დაიწყეს სოლომონის ტაძრის აშენება, ეს დაკავშირებულია ქრისტეს მეორედ მოსვლასთან“ – განაცხადა ქადაგებისას, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა, მეუფე საბამ დავითობის დღესასწაულზე.

„სხვათაშორის ასეთი ინფორმაცია მოვიდა. ჩვენ შევეცადეთ ამის დაზუსტებას და ნაწილობრივ მივიღეთ ცნობა, რომ ეს სიმართლეა ისრაელში დაიწყეს სოლომონის ტაძრის აშენება. მიხვდებით ბევრი რომ ამას შემთხვევით არ ვამბობ. ეს დაკავშირებულია ბოლო დროსთან, ქრისტეს მეორედ მოსვლის მოახლოებასთან. ასე რომ მოვასწროთ ბევრი კეთილი საქმე. როგორც პატრიარქმა გვითხრა, ვიცხოვროთ ღვთის და მოყვასის სიყვარულით“, – ამბობს მეუფე საბამ.