ისტორიაში ივანიშვილი აუცილებლად ღირსეულად უნდა იყოს წარმოჩენილი – განათლების მინისტრი

“ისტორიაში ივანიშვილი აუცილებლად ღირსეულად უნდა იყოს წარმოჩენილი” – ამის შესახებ, განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა 9-ე კლასის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ივანიშვილი უაღრესად დიდი ქველმოქმედია, და  საქართველოს ისტორიაში “აუცილებლად ღირსეულად უნდა იყოს წარმოჩენილი და ეს ასეც იქნება შესაბამის სახელმძღვანელოებში”.

“სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი არის სრულად გამჭვირვალე და გრიფირების პროცესის დროს ყველას აქვს შესაძლებლობა, იხილოს წარმოდგენილი სახელმძღვანელოების მაკეტები და თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირონ. განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის უდიდესი როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. რასაკვირველია, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ისტორიული მნიშვნელობის პიროვნება და უაღრესად დიდი ქველმოქმედი. შესაბამისად, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ბატონი ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად ღირსეულად უნდა იყოს წარმოჩენილი და ეს ასეც იქნება შესაბამის სახელმძღვანელოებში”, – თქვა ჩხენკელმა.