იტალიაში პუტინის კიდევ ერთი იახტა დააპატიმრეს.“შეჰერეზადა“ 700 მილიონი ღირს

იტალიიის ხელისუფლებამ პარასკევს მიიღო გადაწყვეტილება დააყადაღოს იახტა “შეჰერეზადა“ იმის გამო, რომ გაურკვეველია მისი მფლობელის ვინაობა. არადა არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ ის რუსეთის პრეზიდენტს ეკუთვნის. ამის შესახებ სააგენტო ფრანს პრესი წერს.

მეგა იახტა, რომლის ღირებულება 700 მილიონი დოლარია, იტალიის ფინანსური პოლიციის გამოძიების ობიექტი გახდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ არსებობს “მნიშვნელოვანი ეკონომიკური და საქმიანი კავშირები იმ პირს შორის, ვინც “შეჰერეზადას“ ოფიციალურად ფლობს და რუსეთის ხელისუფლების თვალსაჩინო წარმომადგენლებს, ასევე სხვა სუბიექტებს შორის, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ სნაქციების ქვეშ არიან“–ნათქვამია იტალიის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

ამის შემდეგ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, დანიელე ფრანკომ ხელი მოაწერა განკარგულებას იახტის ამოღების შესახებ. გადაწყვეტილება მიღებულია ევროკავშირის სანქციების შესაბამისად, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შემოიღეს და რომელთა მოქმედების ფარგლებში სხვა ძვირადღირებული იახტების კონფისკაცია მოხდა. იტალიის პოლიციამ განაცხადა, რომ ყველაფერს აკეთებს იახტის მფლობელის დასადგენად.

ეს იახტა გერმანულმა კომპანია Luerssen–მა 2020 წელს ააშენა. მისი სიგრძე 140 მეტრია. საიტ SuperYachtFan – ის მიხედვით აქვს ორი ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი, აუზი და კინოთეატრი.

გასული წლის სექტემბრიდან იახტა სარემონტო სამუშაოებისთვის ქალაქ მარინა–დი–კარარა–ს გემსაშენში იყო გაჩერებული, რომელიც ტოსკანას გარეუბანში მდებარეობს. პარასკევს ის ადგილიდან დაძვრას აპირებდა. თუმცა იტალიის ხელისუფლებამ ამაში ხელი შეუშალა.

მედიასთან საუბრისას იტალიელი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ ყოველთვის ადვილი არ არის იახტების ნამდვილ მფლობელთა დადგენა. “შეჰერეზადას“ მფლობელიც ზუსტად არ არის დადგენილი, თუმცა აშშ–ს ოფიციალურმა პირებმა New York Times–ს უთხრეს, რომ ის შეიძლება პუტინს ეკუთვნოდეს. ამ იახტას რუსეთის პრეზიდენტს უკავშირებს ნავალნის გუნდიც.

სხვა ვერსიები თანახმად იახტა შეიძლება ბიზნესმენ ედუარდ ხუდაინატოვს ეკუთვნოდეს, რომელიც მანამდე როსნეფტის ერთ–ერთი მფლობელი იყო, თუმცა მასზე სანქციები არ გავრცელებულა.

მარტის დასაწყისში კიდევ ერთი იახტის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რომელსაც “პუტინის იახტას“ უწოდებენ. მაშინ მედიამ მისი მფლობელი “პუტინის სასახლის“ დოკუმენტებში იპოვნა.