იტალიაში რუს ოლიგარქს 11 ვილა დაუყადაღეს

იტალიის ხელისუფლებამ რუს მილიარდერს, ვიაჩესლავ კანტორს 11 ვილა დაუყადაღა, ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება. დაყადაღებულია ასევე ვილა, რომელიც ვიაჩესლავ კანტორსმა იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან, სილვიო ბერლუსკონის ოჯახისგან იყიდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ რუს მილიარდერს, ვიაჩესლავ კანტორს პერსონალური სანქციები ევროკავშირმა აპრილში დაუწესა და მისი აქტივების კონფისკაცია მოითხოვა, თუმცა პროცესი აგვისტოს ბოლომდე, გაგრძელდა, როგორც მედია წერს, “რთული საკუთრების სქემის” გამო.