იუნესკო ოდესის ცენტრის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანას დაჩქარებული წესით განიხილავს

იუნესკო მხარს უჭერს უკრაინის განაცხადს ოდესის ცენტრის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანის შესახებ.

სააგენტო როიტერის ინფორმაციით, იუნესკომ განაცხადა, რომ გააკეთა ექსპერტების მობილიზება უკრაინის მხარდასაჭერად, რათა ნომინაცია დაჩქარებული წესით განიხილონ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის წევრმა სახელმწიფოებმა.