იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩიეს

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში საქართველოს მოსამართლეთა XXVIII რიგგარეშე კონფერენციაზე ფარული კენჭისყრის შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩიეს.

ის 2020 წლის მარტიდან არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

ასევე, მოსამართლეებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად თეა ლეონიძე და ქეთევან ცინცაძე აირჩიეს.

22 ოქტომბერს გიორგი მიქაუტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობა დატოვა, ის პლენუმმა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ აირჩია.

დღევანდელ კონფერენციას გამოეხმაურა ამერიკის საელჩო საქართველოში და იმედგაცრუება გამოთქვა. მათი განცხადებით, მოსამართლეთა კონფერენცია ეროვნული არჩევნების ჩრდილქვეშ გაიმართა.