“იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სცემეს და ყოველ შემთხვევაში, ღირსებით და პატივისცემით არ ეპყრობოდნენ, რომელსაც ითხოვს ჟენევის კონვენცია და საერთაშორისო იურიდიული ნორმები. ბოლო კადრები იყო საჯაროდ გაშვებული მისი თანხმობის გარეშე და ფაქტი, რომ მას არ ეპყრობიან ღირსებით, ნათელია და თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ ეპიზოდი, როდესაც სცემენ მას.

იყო მაგალითად ერთი შემთხვევა, მას ჰქონდა სვოჩის საათი ხელზე, რომელიც რამდენიმე თვე ეკეთა ციხეში და რამდენიმე მცველი შევიდა მის ოთახში, დააჯდნენ ზურგზე და სცემეს, მოგლიჯეს საათი და ვიცით, რომ ამ ეპიზოდის გამო, ზურგი დაზიანებული აქვს და ტკივილები გადადის მთელ სხეულში და ძნელად მოძრაობს. ეს ჩანაწერები ადასტურებს მის წამებას, რომელსაც იგი შეხვდა დაკავების პერიოდში”

განაცხადა ადვოკატმა  მასიმო დანჯელომ “ფორმულასთან”.