კადრებზე ასახულია არაადამიანური მოპყრობა, ღირსების შემლახავი მოქმედება – ადვოკატი

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრები არაადამიანური მოპყრობის ფაქტს ადასტურებს.

მისივე თქმით, ასევე დასტურდება, რომ ის გლდანის დაწესებულებაში მოტყუებით გადაიყვანეს.

“ამ კადრებზე ასახულია არაადამიანური მოპყრობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რაზეც ვაპელირებდით ზუსტად. ღირსების შემლახავი მოქმედება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ. ის ძალის გამოყენებით შეჰყავთ მე-18 დაწესებულებაში”,- აცხადებს ადვოკატი.