კალაძეს და მელია-ხოშტარიას ტანდემს ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება – ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილის თქმით, პარტია “მოქალაქეეებს” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატი არ ეყოლებათ.

მისივე განცხადებით, ისინი არც კალაძეს დაუჭერენ მხარს და არც მელია-ხოშტარიას.

“ჩვენ ამ არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ როგორც პარტია, თბილისში, ძირითად რაიონებში გვეყოლება მაჟორიტარობის კანდიდატები და ჩვენ პარტიული სიით მივიღებთ მონაწილეობას. ღრმად ვარ დარწმუნებული, სოლიდურად ვიქნებით თბილისის საკრებულოში წარმოდგენილი. დღეს ვინც დასახელებულია მერობის კანდიდატებად, არცერთს ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება. პირველ რიგში, გამორიცხულია, რომ კალაძეს ჰქონდეს ჩვენი მხარდაჭერა და რა თქმა უნდა, ასევე მელია-ხოშტარიას ტანდემს”,– განაცხადა ელისაშვილმა.