კალაძე პარტიული თანამდებობის გარეშე – “ოცნებაში” გენერალური მდივნის პოსტი უქმდება

კახი კალაძე “ქართულ ოცნებაში” თანამდებობის გარეშე რჩება. მთავარი არხი კულუარულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ  პარტიაში გენერალური მდივნის პოსტი უქმდება.

ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო კალაძემ შესაძლოა  , ამის შემდეგ მან პარტიის დატოვების გადაწყვეტილებაც მიიღოს.

პოლიტსაბჭოს და პარტიის ახალ თავმჯდომარეს კი “ოცნება” 16 იანავარს დაამტკცებს. თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურაა წარდგენილი, რომელიც ივანიშვილმა თავი მემკვიდრედ დატოვა.

პოლიტსაბჭოში კი არსებული ინფორმაციით, 21 ადამიანი შევა, მათ შორის იქნებიან ივანიშვილის ყველაზე სანდო ადამიანები – ლაშა ნაცვლიშვილი, თეა წულუკიანი, სოზარ სუბარი, მაია ცქიტიშვილი.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს ფიგურები პოლიტსაბჭოში, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ივანიშვილი რეალურად არსად წასულა.