“კალაძე კონტაქტზე არ გამოსულა, იქნებ ვერ მოისმინა ჩემი ხმა, იქნებ ის ძალიან მაღლაა და ჩვენ ძალიან დაბლა ვიმყოფებით. მაგრამ ჩვენ წყნეთშიც ავალთ ალბათ.

შეიძლება მას არ ახსოვდეს ისტორიიდან, მაგრამ იანვარში მოხდა სწორედ, მე-20 საუკუნის დასაწყისში, თქვენ თუ არ გახსოვთ, ბატონო კახი, თქვენს ხელისუფლების წარმომადგენელს ვიღაცას მაინც ეცოდინება მღვდელი გაპონის ისტორია, რომელიც ბოშათა კლანს ჩაუდგა სათავეში და ისინი ცხოვრების წესის გაუმჯობესებას ითხოვდნენ.

ჩვენ ძვირადღირებულ შემოსავლებს, სახლს, კარს, მანქანას არ ვითხოვთ, აქ ელემენტარულზეა საუბარი, რომ ახალი წლის შემდგომ ის სიხარული, რაც ნებისმიერ ჩვენგან აქვს, არ მინდა ჩაქრეს ჩვენს ხალხში, ახალგაზრდებში, პატარებში… მე მართლა ვერ გადავიხდი [კომუნალურებს], რომ გადავიხადო, უფრო მეტი შემოსავალი უნდა მქონდეს. მე არ ვამბობ, რომ ოჯახი სახელმწიფოს ხარჯზე უნდა იყოს, მაგრამ იყოს შემოსავალთან პირდაპირპროპორციული. 1100 ლარი მარტო გაზის და შუქის გადასახადი, ეს ნიშნავს, რომ შენ სამჯერ, ოთხჯერ 1100 ლარი უნდა გქონდეს, რომ გადაიხადო.

მე ერთი რიგითი სასულიერო პირი, ამ ქვეყნის მოქალაქე, მინდა ბოლომდე ჩემს ქვეყანაში დავრჩე, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, იძულებული გავხდები, წავიდე ემიგრაციაში, თუნდაც იმის გამო, რომ ჩემი 7 შვილი ვარჩინო. ამას მე ვუშვებ, რადგან ვერავის ჯიბეზე ვიქნები დამოკიდებული”

ამბობს მამა პეტრე TV პირველის ეთერში. გუშინ მან თბილისის მერს, კახი კალაძეს მიმართა, დაეხმაროს კომუნალური გადასახადების გადახდაში.