კალაძე GORBI-ს ეგზიტპოლზე დაყრდნობით გამარჯვებას ზეიმობს

კახა კალაძე GORBI-ს ჩატარებული კვლევით გამარჯვებას ზეიმობს, თუმცა ედისონ რისერჩისა და იპსოსის ეგზიტპოლებით, მასსა და ნიკა მელიას შორის მეორე ტური გაიმართება.

“მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, განსაკუთრებით ძალიან დიდი მადლობა და მადლიერება მინდა გამოვხატო თბილისელების მიმართ. ძალიან დიდი მადლობა ამ ნდობისთვის, ამ მხარდაჭერისთვის. როგოც ყოველთვის, ვამბობდით მთელი ამ საარჩევნო კამპანიის დროს ახლაც გავიმეორებ – მზად ვარ, 24 საათიან რეჟიმში ვემსახუროთ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ამ ქალაქს, ამ ქალაქის განვიტარებას და ამ ქალაქის აღმშენებლობას. ყველაზე მეტად რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ეს არის მშვიდობა, ეს არის სიშვიდე და სტაბილურობა”,- ამბობს კალაძე.

edison reserach-ის ეგზიტპოლით, კახა კალაძე აქვს – 43%, ნიკა მელია – 39%, გიორგი გახარია –  7%.