“მთავარი ისაა, რომ ახლა ამ ყოველგვარი ჩავარდნის შემდეგ, როცა ვერც ომში ჩააბეს ქვეყანა, ვერც ვერაფერი გააკეთეს, უნდათ, რომ 20 ივნისს გამართონ აქცია, თითქოს ევროკავშირის რაღაც ინტეგრაციის და სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. მე ყველას შევახსენებ, ვინ ითხოვს ამ აქციას, ვინ ატარებს? შემთხვევით, ის ძალა ხომ არა, რომელიც აქ ადამიანებს კლავდა, აუპატიურებდა, აწამებდა და ქვეყნის ტერიტორიებს მოღალატეობრივად ურიგებდა ოკუპანტ ქვეყანას? და ომის შემდეგ, რომელმაც ჩააბარა ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთს? ეს ძალა ითხოვს ევროკავშირთან სტატუსის მინიჭებას? მე მინდა ყველა გავაფრთხილო, ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს, ვინმე არ წამოეგოს ამ პროვოკაციას, ჩვენ არცერთ უკანონო ქმედებას არავის არ ვაპატიებთ. ჩვენ, მთავრობა, კანონით მონიჭებული უფლებით და ძალით დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას”

ასე ეხმაურება, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი რარიბაშვილი მოძრაობა “სირცხვილიას” მიერ 20 ივნისს დაანონსებულ აქციას.