კანონი ჩავარდება პირველივე სხდომაზე, პაპუაშვილმა ვენეციის კომისიიდან ორივე გამოითხოვა – მდინარაძე

კანონი ჩავარდება პირველივე სხდომაზე, პაპუაშვილმა ვენეციის კომისიიდან ორივე გამოითხოვა – ამის შესახებ, “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მდინარაძე ასევე აცხადებს, რომ “ხალხის ძალამ” გადაწყვიტა მათი კანონპროექტი გამოიწვიოს და ამაზე პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე მიმართა წერილით.

“პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გააგზავნა ვენეციის კომისიაში წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ, შესაბამისად, ვენეციის კომისიას ჩვენ აღარ ვთხოვთ მოგვცეს ამ კანონპროექტებზე დასკვნის გამოგზავნა მოხდეს, ერთი კანონპროექტი, რომელზეც შესაძლებელი იყო ეს პროცედურულად, ხალხის ძალის მიერ უკვე გამოხმობილია და გაგზავნილია წერილი პარლამენტში, იმის შესახებ, რომ ის არის უკვე გამოწვეული, რაც შეეხება მეორე საკითხს, შეიძლება ეს გარკვეული ფორმალობაც იყოს მაგრამ იმისათვის, რომ ყოფილიყო ფორმალიზება თუნდაც, მიწერილია წერილი მათივე მხრიდან, უარს ამბობენ ამ კანონპროექტის მხარდაჭერაზე.

რაც შეეხება კანონპროექტს, რომელიც პირველი მოსმენით არის გამოწვევის გზებს, ასე ვთქვათ, როგორც წესი, საქართველოს რეგლამენტის თანახმად, მეორე მოსმენით გავა და მეორე მოსმენის დროს ჩავარდება”, – თქვა მდინარაძემ.