კანონპროექტი ემსახურება „საარჩევნო კოდექსის” და საარჩევნო გარემოს შემდგომ დახვეწას – ირაკლი კობახიძე

„თუ ეს ცვლილებები ისეთია, რომელიც მოსწონს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომლითაც ჩვენ თავს ვიწონებთ, გამოდის, რომ ეს ყოფილა ძალიან კარგი და ეს კიდევ მეტად ამყარებს იმას, რომ კანონპროექტი თავისი შინაარსით ემსახურება საარჩევნო კოდექსის შემდგომ დახვეწას და საარჩევნო გარემოს შემდგომ დახვეწას”,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო ნორმები და რეგულაციები აქამდეც მოქმედებდა, მაგრამ ამ შემთხვევაში იქნება ბევრად უფრო მკაფიო და გამკაცრებული, რაც მისივე თქმით, გულისხმობს იმას, რომ საარჩევნო გარემო საქართველოში კიდევ მეტად გაუმჯობესდება.

„მაგალითისათვის, 2018 წელს დაფიქსირდა არაერთი, ათეულობით სამართალდარღვევა, რასთან დაკავშირებითაც, მატ შორის რამდენიმე ათეულ საქმეზე  აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მთელ რიგ საქმეებზე, ასეთი არის ალბათ 20-30 საქმე, განაჩენი დადგა სამართლებრივი. მათ შორის, ნახევარზე მეტი შემთხვევა იყო „ქართული ოცნების” მხარდამჭერების შემთხვევა. შესაბამისად, კანონი არის არა მხოლოდ დახვეწილი, არამედ კანონი მუშაობს, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს იმის საფუძველს, რომ ეს ცვლილებაც არის არა მხოლოდ ძალიან მნიშნელოვანი არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ ეს ცვლილება იმუშავებს პრაქტიკაშიც.

ნორმები რა თქმა უნდა, აქამდეც მოქმედებდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო მკაფიო და გამკაცრებული, რაც გულისხმობს იმას, რომ კიდევ მეტად გაუმჯობესდება საარჩევნო გარემო საქართველოში. აქედან გამომდინარე, კრიტიკას საფუძველი არ აქვს, ეს კანონპროექტი არის გავლილი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ყველაფერი სხვა არის სპეკულაცია, ვიცით, რომ სამწუხაროდ გვყავს დესტრუქციული ოპოზიცია და მათი თვითმიზანია ყველაფრის გაკრიტიკება, მათ შორის ისეთი რამისაც, რაზეც ყველა ვთანხმდებით, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​