კანცელარიასთან აქციაზე “სირცხვილიას” 4 წევრი დააკავეს

სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” განცხადებით, უკრაინის სოლიდარობის აქციის დასრულების შემდეგ სრულიად უმიზეზოდ დააკავეს მათი მოძრაობის 4 წევრი: გიორგი მჟავანაძე, გიგა მაქარაშვილი, ნოდარ რუხაძე და ზუკა ბერძენიშვილი.

მოძრაობამ დღეს აქცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართა და კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს ხელისუფლების დამოკიდებულება უკრაინის მიმართ.