კანცელარიასთან რუსული კეტჩუპის მოსხმის გამო ელენე ხოშტარია დააკავეს

პარტია დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან რუსული კეტჩუპის მოსხმის გამო. პარტიის ცნობით, დაკავებულები არიან შუშანა მაცაბერიძე და გიგა ლემონჯავაც.

პარტიამ ამ პერფორმანსით გააპროტესტა საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლების მოლაპარაკებები, რომელიც გუშინ გაიმართა. მოლაპარაკებების შედეგად, დღეს რუსეთის ვეტერინარულმა და ფიტოსანიტარიული კონტროლის სამსახურმა განაცხადა, რომ სურს 15 ქართული მწარმოებლისთვის რძის პროდუქტების მიწოდებაზე ნებართვის გაცემა.

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამაზე მოლაპარაკებებს 2020 წლიდან აწარმოებენ.