კარავი რატომ მომპარეთ, ქუდი რომ მოგპაროთ, ხომ დამაკავებთ?- ხაბეიშვილი სამართალდამცავებს

”კარავი რატომ მომპარეთ, ქუდი რომ მოგპაროთ, ხომ დამაკავებთ?” – ასე მიმართა,ენმ-ის წევრმა  ლევან ხაბეიშვილმა, სამართალდამცავებს, რომლებმაც, პარლამენტის შენობის წინ სამოქალაქო აქტივისტები დააკავეს და კარვები წაართვეს.

“კარავი რატომ მომპარე? აი, ამან მომპარა კარავი პირადად – რატომ მომპარე კარავი? ქუდი რომ მომპარო, ხომ დამიჭერ?” – მიმართა მან პოლიცეილს, რომელმაც უპასუხა, რომ კარავი არ მოუპარავს: “როგორ გეკადრებათ, არაფერი მომიპარავს, უკან დაიხიეთ”: “აბა რა ქენი, იპოვე? “არ მოგიპარავს, გიპოვია?” ქურდი ხარ!” – მიმართა მას ლევან ხაბეიშვილმა, ხოლო სხვა პოლიციელმა, სავარაუდოდ, მაღალჩინოსანმა, მას უპასუხა: “დაგიბრუნდებათ კარავი, ჩამოგერთვათ”.