კარგია პოლიტიკური ვითარების შესახებ სხვადასხვა წყაროდან მოსმენა – კალიურანდი გახარიაზე

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი ბრიუსელში გიორგი გახარიას შეხვდა.

“ყოველთვის კარგია საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებისა და მისწრაფებების შესახებ ინფორმაციის სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი პირველწყაროდან მოსმენა. გმადლობთ გიორგი გახარია დღევანდელი შეხვედრისთვის”,– წერს ევროპარლამენტარი ტვიტერზე.

“ჩვენ ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა მარინა კალიურანდთან, საქართველოს ნამდვილ მეგობართან. ჩვენ განვიხილეთ მთელი რიგი თემები, მათ შორის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და პარტია “საქართველოსთვის” გეგმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ”,– აცხადებს გახარია.

ყოფილი პრემიერი ბრიუსელში რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა და პარტნიორებთან შეხვედრებს მართავს.