კარგია, რომ „ქართული ოცნება“ ავლენს კომპრომისისთვის მზაობას – ვიოლა ფონ კრამონი

“კარგია, რომ „ქართული ოცნება“ ავლენს კომპრომისისთვის მზაობას, საჭიროა ოპოზიციამაც მიბაძოს”-ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნება“ კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს.ამის შესახებ ევროპარლამენტარი Twitter-ზე წერს და გადაწყვეტილებას სწორს უწოდებს. ის ასევე მოუწოდებს ოპოზიციასაც რომ ხელისუფლებას მიბაძოს.

„კარგია, რომ „ქართული ოცნება“ ავლენს კომპრომისისთვის მზაობას. ეს სწორი ნაბიჯია სწორი მიმართულებით. საქართველოსთვის საჭიროა ოპოზიციამაც მიბაძოს მაგალითს. თუმცა ჯერ კიდევ ბევრი დეტალი რჩება დასამუშავებელი. ევროკავშირი კვლავინდებურად მზადაა ამაში დაეხმაროს“ , – წერს ფონ კრამონი „ტვიტერზე“.