„მე კარგი ამბებით ვბრუნდები სახლში. პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაცხადა თავდაცვის მხარდაჭერის ახალი პაკეტის შესახებ, დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით. ამ პაკეტის უმნიშვნელოვანესი ელემენტია „პეტრიოტის“ სისტემები, ის, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს საჰაერო თავდაცვას. ძალიან კარგი მოლაპარაკება და საუბარი გვქონდა ჩვენს სტრატეგიულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რაც პრეზიდენტ ბაიდენთან განვიხილეთ და რასაც მომდევნო წელს ველით და რისთვისაც ვემზადებით“,

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკიმ აღნიშნა, დამატებითი დეტალების გასაჯაროებისგან უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე თავს იკავებს. მისი თქმით, საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაეხმარება ქვეყანას, დაიცვას კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა და ენერგოსექტორი.