კარგი იქნება გაითვალისწინონ, რატომაა საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან აგრესია -მიქანაძე პრაიდზე

“კარგი იქნება გაითვალისწინონ, რატომაა საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან აგრესია”- პარლამენტის დეპუტატი, გივი მიქანაძე ღირსების მარშთან დაკავშირებით თბილისის მერის, პოზიციას იზიარებს. ამის შესახებ, მიქაძემ რუსთავი 2-ისეთერში, ისაუბრა.

“რა თქმა უნდა, თითოეულ ადამიანის სურვილი, რომელიც ადამიანის უფლებების კონტექსტში ჯდება, ჩვენთვის პატივსაცემია და მისაღებია, შესაბამისად, მათ სიტყვისა და აზრის გამოხატვის უფლება აქვთ და დაცულიც იქნება. თუმცა ამ ადამიანებმა კარგი იქნება ისიც გაითვალისწინონ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის მხრიდან რატომ არის აგრესია ამ ღონისძიებასთან მიმართებაში.თუ ადამიანებს აქვთ ამისი სურვილი, მათ უფლება აქვთ, რომ ჩაატარონ, თუმცა მათ ადგილზე დაფიქრებაცაა საჭირო, სხვა ადამიანების პოზიცია რა არის. ეს არ არის პატარა ჯგუფი, ეს არის საზოგადოების უდიდესი ნაწილი, რომლისთვისაც მიუღებელია ამგვარი აქცია”, — განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა.