კარტოგრაფების საქმე – დღეს პარლამენტთან აქცია გაიმართება

შეწყდეს კარტოგრაფების საქმე!  – დღეს, 10 ოქტომბერს, 17:00-ზე ამ ლოზუნგით, პარლამენტთან ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

აქციის ორგანიზატორები სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია” და “რუსეთი ოკუპანტია” არიან.

შეგახსენებთ, დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას გამოძიება საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება.