კარტოგრაფების საქმის განხილვა განახლდა, პროცესი 13 ოქტომბერს ჩაინიშნა

კარტოგრაფების საქმის განხილვა განახლდა, პროცესი 13 ოქტომბერს, 14:00 საათზე  ჩაინიშნა – აღნიშნულ ინფორმაციას,  საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ავრცელებს, რომელიც  საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი თავმჯდომარისა და წევრის, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას უფლებებს იცავს

”თბილისის საქალაქო სასამართლოში კარტოგრაფების საქმის განხილვა განახლდა. ხვალ, 13 ოქტომბერს, 14:00 სთ-ზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდება საქმის არსებითი განხილვა კარტოგრაფების საქმეზე. როგორც ჩვენთვის ცნობილია, შეიცვალა საქმის არსებითად განმხილველი მოსამართლე და სხდომას, მოსამართლე დალი მეტრეველის ნაცვლად, ნინო ნაჭყებია გაუძღვება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით საქმის არსებითი განხილვის დროს მოსამართლის ცვლილება საქმის არსებითი განხილვის ხელახლა დაწყების საფუძველია.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საქართველოს გენერალური პროკურატურა საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევას ედავება, მათ ბრალდება 2020 წლის 08 ოქტომბერს წარედგინათ.” – ნათქვამია განცხადებაში.