საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მასზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თავს დაესხსნენ, ეხმიანება და ამბობს, რომ მას უბრალოდ ავტოგრაფი თხოვეს.
“სინამდვილეში, კაცი კალმით მოვიდა და ავტოგრაფი მთხოვა. ეს არის მთელი ისტორია”,– წერს სააკაშვილი.
უკრაინულმა მედია Strana–მ რამდენიმე საათის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილს კიევის ერთ-ერთ რესტორანში თავს დაესხნენ.
“უცნობი კაცი შეიპარა რესტორანში, სადაც სააკაშვილი იმყოფებოდა. ის სააკაშვილს ცივი იარაღით ხელში მიუახლოვდა და ემუქრებოდა. სააკაშვილის და რესტორნის დაცვამ თავდამსხმელი დააკავეს და პოლიცია გამოიძახეს. თუმცა ის არ დააკავეს. პოლიციის მოსვლამდე კაცი მიიმალა. თავდასხმის მოტივი უცნობია”, – წერდა სტრანა.