მიხეილ სააკაშვილს კიევის რესტორანში ცივი იარაღით თავს დაესხნენ – Strana (ვიდეო)

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს თავს დაესხნენ, – ამის შესახებ Strana.ua პოლიციაში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მედიის ინფორმაციით, თავდასხმა კიევის ერთ-ერთ რესტორანში, Fabius-ში მოხდა.

“უცნობი კაცი შეიპარა რესტორანში, სადაც სააკაშვილი იმყოფებოდა. ის სააკაშვილს ცივი იარაღით ხელში მიუახლოვდა და ემუქრებოდა. სააკაშვილის და რესტორნის დაცვამ თავდამსხმელი დააკავეს და პოლიცია გამოიძახეს. თუმცა ის არ დააკავეს. პოლიციის მოსვლამდე კაცი მიიმალა. თავდასხმის მოტივი უცნობია”, – წერს სტრანა.

მედიასაშუალებამ მოიპოვა ვიდეოც, რომელშიც ჩანს, რომ მაგიდასთან, სადაც სააკაშვილი სადილობდა, მამაკაცი მიდის და ესაუბრება. სააკაშვილთან მყოფი ერთ-ერთი პირი მის გაყვანას ცდილობს. შემდეგ კიდევ ორი ადამიანი მოდის და ეღობება სააკაშვილს. შემდეგ თავდამსხმელი რესოტრანს ტოვებს.