დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ზელენსკის მხარდაჭერა გამოუცხადა-ვინ არის ენდი ბერნემი

spot_imgspot_img

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების შემდეგ ენდი ბერნემმა ორშაბათს, 20 ივლისს განაცხადა, რომ ამ პოსტზე პირველ სატელეფონო ზარებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან განახორციელებს.

ბრიტანელმა პოლიტიკოსმა ხაზი გაუსვა, რომ ზელენსკის განუმარტავს: ლონდონის მიერ უკრაინის დახმარების პროცესში „არავითარი ცვლილება“ არ იქნება და უკრაინის ლიდერს „100 პროცენტით“ დაუჭერს მხარს, როგორც ამას მისი წინამორბედი კირ სტარმერი აკეთებდა.

„პრეზიდენტ ზელენსკის ოდნავი ეჭვიც კი არ დარჩება, რომ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ურყევი და მტკიცეა. ეს მხარდაჭერა მასთან იქნება და პირადად მეც მის გვერდით ვიქნები“, — განუცხადა ბერნემმა ჟურნალისტებს.

მერცმა ბერნემი ბერლინში მიიწვია

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა დიდი ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრს თანამდებობის დაკავება უკვე მიულოცა და უახლოეს მომავალში გერმანიაში ვიზიტით მიიწვია.

მერცის თქმით, იგი დიდი სიამოვნებით გაცვლიდა ბერნემთან მოსაზრებებს „მათ წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ“.

გერმანიის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი და გერმანია ახლო მოკავშირეები და პარტნიორები არიან.

„სწორედ ასეთ დროს ვლინდება ჩვენი ღრმა კავშირი“, — განაცხადა მერცმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ლონდონი და ბრიუსელი ერთად უფრო ძლიერები არიან

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ, თავის მხრივ, გამოთქვა იმედი, რომ ბრიუსელსა და ლონდონს შორის ურთიერთობების განმტკიცების მცდელობები გაგრძელდება.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობებმა ახალი, პოზიტიური იმპულსი შეიძინა“, — აღნიშნა კოშტამ.

„მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ჩვენი მოქალაქეებისა და ბიზნესების საკეთილდღეოდ. გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირი ერთად უფრო ძლიერები არიან“, — დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ში.

დიდი ბრიტანეთის მეშვიდე პრემიერ-მინისტრი ბოლო ათი წლის განმავლობაში

ენდი ბერნემი, მანჩესტერის ყოფილი მერი, ბოლო ათი წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის მეშვიდე პრემიერ-მინისტრი გახდა, ხოლო უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ — მეხუთე.

პარასკევს, 17 ივლისს, ბერნემი ლეიბორისტული პარტიის ახალ ლიდერად გამოაცხადეს.

ქარიზმატული ლეიბორისტი პარტიის ზომიერად მემარცხენე ფრთის იმედად მიიჩნევა და ეროვნულ თუ რეგიონულ დონეზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

2001 წელს იგი პირველად აირჩიეს თემთა პალატაში. ტონი ბლერისა და გორდონ ბრაუნის მთავრობებში სხვადასხვა მაღალი თანამდებობა ეკავა. ბრაუნის მთავრობაში იყო ხაზინის მთავარი მდივანი, კულტურის მინისტრი, შემდეგ კი ჯანდაცვის მინისტრი.

„ჩრდილოეთის მეფე“

ბუკინგემის სასახლემ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც მეფე ჩარლზ III და ახალი პრემიერ-მინისტრი ერთმანეთს ხელს ართმევენ.

ბერნემი ლეიბორისტული პარტიის ლიდერის პოსტზე ერთადერთი კანდიდატი იყო. მას თემთა პალატაში მყოფი 403 ლეიბორისტი დეპუტატიდან 379-მა დაუჭირა მხარი.

მანჩესტერის ყოფილი მერი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ჰპირდება. მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში ბერნემი მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს განახორციელებს.

მანჩესტერის მერის თანამდებობაზე ცხრა წლის განმავლობაში მუშაობისას ბერნემმა „ჩრდილოეთის მეფის“ მეტსახელი მიიღო. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში რეგიონის ეკონომიკა ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად სწრაფად იზრდებოდა, ხოლო ქალაქის რაიონებში სიღარიბის დონე შემცირდა.

ლეიბორისტულ პარტიაში ასევე იმედოვნებენ, რომ ბერნემი ნაიჯელ ფარაჟისა და მისი მემარჯვენე-პოპულისტური პარტიის, Reform UK-ის მზარდ პოპულარობას შეაჩერებს.

მანამდე The Times-ისთვის დაწერილ სტატიაში ბერნემმა დაადასტურა, რომ მხარს უჭერს მსოფლიო ასპარეზზე დიდი ბრიტანეთის წამყვანი როლისა და არსებული ალიანსების შენარჩუნებას.

მომავალი პრემიერ-მინისტრის გუნდმა უკვე დაასახელა რამდენიმე ინიციატივა, რომელთა განხორციელებასაც ბერნემი მუშაობის პირველ თვეებში გეგმავს.

მათ შორისაა ყველა სრულწლოვანი ბრიტანელისთვის სავალდებულო სახელმწიფო ციფრული პირადობის მოწმობის შემოღების იდეაზე საბოლოოდ უარის თქმა. ამ ნაბიჯს ახალი მთავრობის მიერ „პრიორიტეტების გადახედვის“ ნაწილად მიიჩნევენ.

ასევე მოსალოდნელია ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობისა და გაზის მოპოვების გაფართოების გეგმების განხილვა, წყალმომარაგებისა და ენერგეტიკული კომპანიების სახელმწიფო კონტროლქვეშ გადაყვანა და მუნიციპალური საცხოვრებლების მშენებლობის ახალი პროგრამის დაწყება.

გარემოსდაცვითმა ორგანიზაციებმა ბერნემს მოუწოდეს, ერთგული დარჩეს ლეიბორისტული პარტიის 2024 წლის წინასაარჩევნო მანიფესტის დებულებებისა, რომლებიც ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობისა და გაზის მოპოვებაზე ახალი ლიცენზიების გაცემაზე უარის თქმას ითვალისწინებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკული პოლიტიკის საბოლოო დეტალები ჯერ არ გასაჯაროებულა, მოსალოდნელია, რომ ბერნემი ამ დაპირებას შეასრულებს და მოპოვებას მხოლოდ იმ საბადოებზე დაუშვებს, რომლებსაც მოქმედი ლიცენზიები უკვე აქვთ.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვირას, ყოველგვარი აშკარა საფუძვლის გარეშე, საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, თითქოს ბერნემი დაჰპირდა, რომ „ჩრდილოეთის ზღვის ფასდაუდებელ ნავთობს სრულად გახსნიდა“, ხოლო შოტლანდიის ქალაქ აბერდინში ხალხი ამის გამო ქუჩებში ცეკვავდა.

ბერნემის ერთ-ერთი მთავარი დაპირებაა შოტლანდიისთვის, უელსისთვის, ჩრდილოეთ ირლანდიისთვის და ინგლისის რეგიონებისთვის მეტი ავტონომიის მინიჭება.

კირ სტარმერი პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებიდან მხოლოდ ორი წლის შემდეგ, წარუმატებლობებისა და მარცხების სერიის გამო, თანაპარტიელების ისეთი ძლიერი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა, რომ 22 ივნისს გადადგომის შესახებ განაცხადა.

spot_imgspot_img

პოპულარული

გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს

თემქაზე მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია...

პუტინი რუსებს ომში იძულებით რთავს და ახალ მობილიზაციას ამზადებს, — WSJ

კრემლი რუსების უკრაინის ომში საბრძოლველად სულ უფრო მკაცრ მეთოდებს...

მასკმა უკრაინას რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის Starlink-ის გამოყენების უფლება არ მისცა

SpaceX-ის მფლობელმა ილონ მასკმა უკრაინას უარი უთხრა Starlink-ის გამოყენებაზე...

„უპილოტო აპარატების საფრთხის“ რეჟიმი და საჰაერო განგაშები ოკუპირებულ აფხაზეთში

დღევანდელი დილა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას ასეთი გაფრთხილებით გაუთენდა:...

ვახო სანაიამ საპატიმრო დატოვა

14-დღიანი პატიმრობის შემდეგ „ფორმულას“ ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ვახო სანაიამ...
spot_img

ყველა ამბავი

ახალი სკანდალი ფიფას პრეზიდენტის გარშემო: ინფანტინოს საყვარლისთვის დიდი თანხის გადახდაში ადანაშაულებენ

ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს სავარაუდო საყვარელმა უეფასგან კომპენსაცია მიიღო იმ პერიოდში, როდესაც ინფანტინო ორგანიზაციის გენერალური მდივანი იყო, – ნათქვამია...

მხარდაჭერა უკრაინას რუსეთის დაგმობის გარეშე – როგორ ჩაიარა ზელენსკის ვიზიტმა სერბეთში

უკრაინის პრეზიდენტი სერბეთს ვიზიტით ეწვია — პირველად შვიდი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც 2019 წელს არჩევნებში გაიმარჯვა. მასპინძელმა, სერბეთის...

მასკმა უკრაინას რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის Starlink-ის გამოყენების უფლება არ მისცა

SpaceX-ის მფლობელმა ილონ მასკმა უკრაინას უარი უთხრა Starlink-ის გამოყენებაზე რუსეთის სიღრმეში მდებარე სარაკეტო გამშვებ დანადგარებზე დარტყმებისთვის. ამის შესახებ ამერიკული...

თურქეთი შავ ზღვაში სავაჭრო გემების მოძრაობაზე შეზღუდვებს აწესებს

შავ ზღვაში რუსეთისა და უკრაინის თავდასხმების რაოდენობის ზრდის გამო, თურქეთი სავაჭრო გემების გადაადგილებაზე შეზღუდვებს აწესებს. ამის შესახებ შაბათს, 8...

“დღეს თბილისი პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს“–მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, რომელიც 2008 წლის რუსული აგრესიის დროს რუსეთის პრეზიდენტი იყო, რუსულ მედიასთან ინტერვიუში...

აშშ–მა საქართველოში რეგისტრირებული კომპანია დაასანქცირა, რომელიც ირანის რევოლუციურ გუშაგთა კორპუსთან იყო დაკავშირებული

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დაფინანსებასთან, ფულის გათეთრებასა და სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებული კრიპტოვალუტის ბირჟებისა...

მარკო რუბიო სომხეთ–აზერბაიჯანის გავლით ტრამპის მარშრუტისთვის 201 მილიონიანი ტრანსკასპიური ფონდის შექმნის შესახებ აცხადებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გასულ წელს ვაშინგტონში ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაციის წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა,...

ქართული ოცნების რუსული რიტორიკა ომის დაწყების 18–ე წელს–პარტიის ლიდერები ამტკიცებენ, რომ აგვისტოს ომი სააკაშვილმა დაიწყო

2008 წლის აგვისტოს ომის თვრამეტი წლისთავი ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ გამოიყენა იმისთვის, რომ ომის დაწყებაში საქართველოს ხელისუფლება დაედანაშაულებინა. ოცნება...

რუსეთის საგარეო უწყება:2008 წლის 7-8 აგვისტოს, სააკაშვილის რეჟიმმა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ვერაგული აგრესია განახორციელა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. რუსეთიც ომის დაწყების თარიღად ქართული ოცნების მსგავსად,8 აგვისტოს...

აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე საქართველოს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.მთავრობის...

ზელენსკი სერბეთშია. ვიზიტის პირველი საღამო ვუჩიჩთან ერთად ვაშხშამს დაეთმო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სერბეთში პირველი ვიზიტის ფარგლებში, პარასკევს, 7 აგვისტოს საღამოს, ბელგრადში სერბეთის პრეზიდენტ...

დავა შენგენის გამო: მადრიდმა და რომმა ერთმანეთს ულტიმატუმები წაუყენეს

ესპანეთი იტალიიდან ჩასული მოგზაურებისთვის შეზღუდვების დაწესებით დაიმუქრა, თუ რომი 9 აგვისტომდე არ გააუქმებს სასაზღვრო კონტროლს, რომელიც გასულ კვირას ესპანეთის...