ზელენსკის ეჭვი არ შეეპარება, რომ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა კვლავ ურყევი და მტკიცეა! – ენდი ბერნემი

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის ენდი ბერნემის განცხადებით, დღეს ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დონალდ ტრამპთან ისაუბრებს.მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარში დიდი ბრიტანეთის მხრიდან უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას დაადასტურებს.

„დღეს, მოგვიანებით, პრეზიდენტ ზელენსკისთან საუბარში ნათლად დავაფიქსირებ, რომ არანაირი ცვლილება არ იქნება. მე მის გვერდით 100%-ით ვიქნები, ისევე როგორც კირ სტარმერი იყო.[…] პრეზიდენტ ზელენსკის ეჭვი არ შეეპარება, რომ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა კვლავ ურყევი და მტკიცეა“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.