რუსული მედია და სოცქსელები:„საქართველოში დასასვენებლად აღარ ჩავალთ“; „ნახონ მერე რა დაემართებათ“…

spot_imgspot_img

თელავის სასტუმრო „აგარანის მამულში“ მომხდარ ინციდენტს რუსულ მედიასა და სოციალურ ქსელებში აგრესიული რეაქცია მოჰყვა, სადაც მთავარი ნარატივია, რომ „თავდასხმა რუსული ენის გამო მოხდა“. რუსული სამთავრობო და პროპაგანდისტული მედიასაშუალებები აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ კონფლიქტის ერთადერთი მიზეზი ტურისტი ქალების მიერ რუსულად საუბარი გახდა. ისინი მომხდარს „რუსოფობიის“ მორიგ გამოვლინებად აფასებენ და ცდილობენ ქორწილის სტუმრები მაქსიმალურად აგრესიულად წარმოაჩინონ. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით გავრცელდა ვერსია რუსების მიერ შეურაცხყოფასა და წყლის გადასხმაზე, რუსული მედია ამ დეტალს მეორეხარისხოვნად მიიჩნევს.

ინფორმაციამ რუსულ საინფორმაციო სივრცეში ვირუსულად იფეთქა. „საქართველოში დასასვენებლად აღარ ჩავალთ“ – კომენტარების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ამ შინაარსისაა. მომხმარებლები მოუწოდებენ ერთმანეთს, დატოვონ საქართველო, გააუქმონ სასტუმროების ჯავშნები და თავიანთი ფული სხვა ქვეყნებში (მაგალითად, თურქეთში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ან თავად რუსეთის კურორტებზე) დახარჯონ. მათი თქმით, „ქართული სტუმართმოყვარეობა მითია“ და იქ ჩასვლა უსაფრთხო აღარ არის.

ასევე, სოციალურ ქსელებში პოპულარულია ნარატივი, რომ საქართველოს ეკონომიკა მთლიანად რუს ტურისტებზეა დამოკიდებული. მომხმარებლები წერენ: „ჩვენი ფულით მდიდრდებიან და ჩვენვე გვცემენ, საერთოდ უნდა ჩავუკეტოთ საზღვრები და აიკრძალოს ფრენები, ნახონ მერე რა დაემართებათ“.

რუსები ასევე მასობრივად წერენ ნეგატიურ რეცენზიებს სასტუმრო „აგარანის მამულზე“ და პოტენციურ კლიენტებს აფრთხილებენ, რომ ამ სასტუმროში „უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს“.

პრორუსული პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივანი და ლიდერი მამუკა ფიფია, რომელიც ცნობილია კრემლის პოლიტიკის ღია მხარდაჭერით და მოსკოვთან პირდაპირი კავშირებით, სოციალურ ქსელში აქვეყნებს თელავში, გახმაურებულ ქორწილში მომხდარი ინციდენტის მონაწილე რუსეთის მოქალაქე ქალის ალიონა ნესტერიუკის კომენტარს.

„არ ვთვლი, რომ რამე ფორმით პროვოცირება მოვაწყვეთ, არ გაგვიკეთებია ის რაღაცები, რასაც ინტერნეტში წერენ – ანუ იქ არაფერი შეგვისხამს, ვედრო არ გადაგვიღვრია და ა.შ. ჩამოვედით დაქალის დაბადების დღის აღსანიშნავად, ხუთი გოგო ვიყავით. მხოლოდ გოგოები, კაცები არ იყვნენ. ამასთან, სხვა ადამიანებიც აღნიშნავდა დღესასწაულს, ქორწილი ჰქონდათ. მთელი პატივისცემით, ჩვენც მეგობრის დაბადების დღეს აღვნიშნავდით, შესაბამისად, დაახლოებით 8:15 საათიდან შევედით სასტუმროს ნომერში და იმ წუთიდან, რაც შევედით, აღნიშვნა დავიწყეთ. შამპანური გვქონდა, ბოთლი გავხსენით. შესაბამისად, შესაძლოა წვეთები მოხვდათ, როგორც ისინი ამბობენ, როგორც მეორე მხარე ამბობს, თუმცა თუ შეხედავთ… ნუ, ეგ პრინციპში არარეალურია, იქ გადახურვაც არის, ბალკონიც, არსად გავსულვართ. ანუ მხოლოდ ფანჯრიდან ვიყურებოდით და ამიტომ, შესაძლოა, ორ მხარეს შორის რაღაც გაუგებრობა მოხდა.

მეორე მხარემ დაიწყო ჩხუბი პირველ რიგში, ეს ყველგან ჩანს, ვიდეოშიც. ჩვენს გოგოებს საერთოდ არ გამოუხატავთ აგრესია, არ მიუყენებიათ შეურაცხყოფა – არც ერთ შემთხვევაში, არც ერთი ქვეყნისთვის, არც ერთი ადამიანისთვის, პირადზე არასდროს გადასულან, 100%-ით გეუბნებით.

მე საერთოდ ოთახში ვიყავი. ინციდენტი რომ მოხდა, უბრალოდ გოგოების დასაცავად წამოვდექი, რადგან ის ოთახში შემოიჭრა. მათ კარები გააღეს, რადგან მენეჯერი ეეგონათ, რადგან მენეჯერი მანამდეც შემოვიდა ჩვენთან ერთხელ. ვთხოვეთ, კონფლიქტი მოეგვარებინა – სხვათა შორის, ის ჩვენთან ოთახში დაცვის თანამშრომელთან ერთად იმყოფებოდა. ვთხოვდით, რადგან ეს სიტუაცია ჩვენთვისაც მიუღებელი იყო, ჩვენც სტუმრები ვართ, ჩვენც მთელი პატივისცემით ჩამოვედით ამ ქვეყანაში, არც პირველად ვართ და ვიცით, როგორ მოვიქცეთ აქ. გვეუბნებოდნენ, ფანჯრიდან ნუ იყურებით, უკან შედითო, თუმცა ჩვენც სტუმრები ვიყავით. სასტუმროს ბოდიშიც არ მოუხდია“ – ამბობს „დაზარალებული“.

ინცინდენტი თელავის სასტუმრო „აგარანის მამულში“ 18ივლისს მოხდა.  ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რომელიც ქორწილის სტუმრების თქმით დაზიანდა. ამის შემდეგ სიძის ძმამ, გიორგი ჭიღლაძემ ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს. დაშავებული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს. გიორგი ჭიღლაძე დააკავეს.  ქალი, რომელიც დაზარალებულადაა ცნობილი, ამბობს, რომ გიორგი ჭიღლაძე მას უმიზეზოდ შეუვარდა ნომერში და ცხვირი გაუტეხა.

თელავში, სასტუმრო „Agarani Estate“-ში ქორწილის მიმდინარეობის დროს მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

მას ბრალდების დადგენილება საგამოძიებო უწყებამ გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში გააცნო.

ჭიღლაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა ბრალი, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

ცოტახნის წინ გახდა ცნობილი, რომ პროკურატურა ჭიღლაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლო სხდომაზე 5 000 – ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობას დააყენებს.

თელავის რაიონული სასამართლო ჭიღლაძის აღკვეთ ღონისძიებაზე სავარაუდოდ 21 ივლისს იმსჯელებს.

გამოძიება მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, ადმინისტრაციული წარმოება არის დაწყებული მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილთან მიმართებითაც.

შსს-ს ცნობით, მრელაშვილი პოლიციის განყოფილებაში ქორწილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოწმის სახით იკითხებოდა, რა დროსაც მან უარი განაცხადა განყოფილებაში დიდი ხნით დარჩენაზე, ამის შემდეგ მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომლებს და ნივთების შესანახი კარადა დააზიანა.

spot_imgspot_img

პოპულარული

მოსკოვში გაქცეული დიქტატორის განაჩენი: ბაშარ ალ-ასადს სირიაში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

სირიის გარდამავალმა უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის ყოფილ დიქტატორს, ბაშარ ალ-ასადს...

ახალი სკანდალი ფიფას პრეზიდენტის გარშემო: ინფანტინოს საყვარლისთვის დიდი თანხის გადახდაში ადანაშაულებენ

ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს სავარაუდო საყვარელმა უეფასგან კომპენსაცია მიიღო...

პენ საქართველო: პატიმრებისთვის გაგზავნილი წიგნები პოლიტიკურ ცენზურას ექვემდებარება

პენ საქართველო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ამბობს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში...

ვიდეოკამერით დაფიქსირებულ სიჩქარის გადაჭარბებაზე, მძღოლებს მართვის მოწმობით მინიჭებული ქულები შეუმცირდებათ

5 აგვისტოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიაში წერია,...

გერმანიის ახალი ელჩი: არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან

არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან -...

1.1 მილიარდი კინოგაქირავებიდან:„ოდისეა“ კრისტოფერ ნოლანის კარიერაში ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა

კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმის, „ოდისეას“ მსოფლიო კინოგაქირავებიდან მიღებულმა შემოსავალმა...

რა ინფორმაციას ავრცელებს შსს 2014 წელს გაუჩინარებული ახალგაზრდის საქმეზე

2014 წელს გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ...
spot_img

ყველა ამბავი

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა. ამის შესახებ კომპანიის მფლობელმა გიორგი არველაძემ BM.GE-ის განუცხადა.„სანამ ეს კრიზისი...

რომან გოცირიძე: ფხაზეთში საწვავის შეტანა საქართველოს და რუსეთის ხელისუფლების ორგანიზებით მოხდა

ვისოლი, გალფი, სოკარი, რომპეტროლი, ლუკოილი-აქედან ერთ-ერთი არის ის კომპანია, რომელმაც ოკუპანტებს დახმარების ხელი გაუწოდა. გუშინ სოჭში საწვავზე 15 საათიანი...

6 კითხვა ირაკლი კობახიძეს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აფხაზეთში საწვავის შეტანის დეტალების გასაჯაროებას ითხოვს.პარტიის წევრმა შალვა კერესელიძემ ირაკლი კობახიძეს ამ საკითხზე სადეპუტატო შეკითხვით მიმართა.კობახიძესთან...

„ტროლები“ ირაკლი კობახიძის მხარდასაჭერად

230 „ტროლი“, რომელიც ირაკლი კობახიძის განცხადებებს „ალაიქებდა“ „მითების დეტექტორმა“ გამოავლინა.ამ ყალბი ანგარიშებით სოციალურ ქსელში კობახიძის იმ განცხადებებს იწონებდნენ, რომელიც...

პუტინი ჯავშანმატარებლით გადაადგილდება და მოსკოვში „ყალბ“ კორტეჟებს დაატარებს, რათა უკრაინულ დრონებს დაემალოს, — NYT

The New York Times წერს, რომ კრემლის ბინადრის პარანოია ახალ დონეზე გადავიდა. ახლა პუტინი უპირატესობას ანიჭებს საიდუმლო ჯავშანმატარებელს, რომელიც...

გლოვოს კურიერზე თავდასხმისთვის კიდევ 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი...

რუსეთთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა 50 კომპანიის გატეხვის შესახებ განაცხადეს

ჰაკერულმა დაჯგუფება Cl0p-მა, რომელსაც მედიაში რუსეთთან აკავშირებენ, განაცხადა, რომ თითქმის 50 გლობალური კომპანიის ინფორმაცია მოიპარა. მათ შორის არიან Philips,...

ნოვოროსიისკის სამივე მარცვლეულის ტერმინალის მუშაობა შეჩერებულია

ნოვოროსიისკის პორტის მარცვლეულის ტერმინალმა КСК–მ თანამშრომლებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ოპერაციების დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა. მანამდე დრონებით თავდასხმების...

შამანი, რომელიც კრემლიდან პუტინის „განდევნას“ გეგმავდა, სასამართლომ ისევ ფსიქიატრიულში დატოვა

იაკუტიის სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება ცნობილი იაკუტელი შამანის, ალექსანდრ გაბიშევის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადის გაგრძელების შესახებ.სასამართლო კოლეგიამ უარი თქვა...

გერმანიის ახალი ელჩი: არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან

არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან - გერამანიის ახალი ელჩის ბარბარა ფოსის კომენტარს საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.„არსებული...

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი შპს „სოლიდუსმა“ შეიტანა

ოკუპირებულ აფხაზეთს საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ მიაწოდა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წერს, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ საწვავის მიწოდება „სპეციალური...

პუტინის ვიზიტი სადაო კუნძულზე და მედვედევი: იაპონიის პრემიერის ყბედობა არაფერს შეცვლის

„იაპონიის პრემიერის ყბედობა არაფერს შეცვლის, კურილის კუნძულები იყო, არის და იქნება რუსეთის ტერიტორია“ - ეს განცხადება რუსეთის უშიშროების საბჭოს...