კაცი, რომელმაც სავალუტო ჯიხურიდან დიდი ოდენობით თანხა მოიპარა დავაკავეთ -შსს

დააკავეს პირი, რომელმაც ზუგდიდში სავალუტო ჯიხურიდან 10 000 ლარის ოდენობის თანხა მოიპარა. როგორც შსს აცხადებს, დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბ.ხ.-მ ზუგდიდში, ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან დიდი ოდენობით ფული მოიპარა და მიიმალა. პოლიციამ, ბრალდებული რამდენიმე საათში, ქალაქ ზუგდიდში დააკავა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს მოპარული ფული.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით“, – წერია შსს-ს განცხადებაში