კახა კალაძე კელი დეგნანს შეხვდა

თბილისის მერიის პრესამსახურის ცნობით, კახა კალაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს შეხვდა. შეხვედრაზე დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე, ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები განიხილეს.

„მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო და იმედი გამოთქვეს, რომ თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლებიც დაესწრებიან, მშვიდ და სტაბილურ ვითარებაში ჩაივლის”, – ნათქვამია მერიის გავრცელებულ რელიზში.