ორშაბათი, 6 მაისი , 2024, 16:10

კახა კალაძის მოადგილე სახლში გარდაცვლილი იპოვეს

თბილისის მერის მოადგილე,  47 წლის ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.  სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ოფიციალური ინფორმაცია თბილისის მერიას ჯერ არ გაუვრცელებია.