კახეთში, არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირისათვის ბრალდებული მამაკაცი გამართლდა

კახეთში, კახეთში, არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირისათვის ბრალდებული მამაკაცი გამართლდა. გადაწყვეტილება თელავის რაიონულ სასამართლოში გუშინ 1 ივნისს  გამოცხადდა.

მამაკაცის ადვოკატი, ადასტურებს, რომ სასამართლომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მიმართ, გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, თუმცა საქმის დეტალებზე არ საუბრობს, რადგან სასამარტლო სხდომები დახურული იყო.

გამოძიება 26 წლის მამაკაცს 15 წლის გოგონასთან სქესობრივი კავშირს ედავებოდა და ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა.

თავად არასრულწლოვანმა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, სასამართლოს განუმარტა, რომ დაოჯახებულ, მასზე უფროსის ასაკის მამაკაცთან კავშირი, მისი სურვილი იყო და ასაკს შეგნებულად უმალავდა.

ცნობისთვის, მამაკაცმა 2020 წლის ოქტომბერში 14 წლის გოგოსთან რამდენჯერმე დაამყარა სექსუალური კავშირი. ამავე საქმეზე ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ასევე დააკავეს არასრულწლოვანი გოგოს ძმა. როგორც გამოძიების მასალებშია ნათქვამი, ძმა არასრულწლოვან დას სისტემატიურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას მას შემდეგ, რაც სექსუალური ძალადობის შესახებ გაიგო. პროკურატურამ ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, მოსამართლემ ი.უ-ს პატიმრობა, ხოლო ა.ნ-ს გირაო 15 000 ლარის ოდენობით შეუფარდა. პროკურატურა არ დაეთანხმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას და ა.ნ-სთვის შეფარდებული გირაო სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა მისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით.