კახი კავსაძე კორონავირუსისგან განიკურნა

კახი კავსაძე კორონავირუსისგან განიკურნა.  პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლალი ტურძილაძემ თქვა, რომ საავადმყოფოდან კავსაძე გუშინ დღის მეორე ნახევარში გაეწერა. ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

კახი კავსაძეს კორონავირუსი 28 ნოემბერს დაუდასტურდა. თავდაპირველად მისი მდგომარეობა მძიმე იყო და ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფებოდა.