კახი კავსაძის პანაშვიდზე ბიძინა ივანიშვილი მივიდა

რუსთაველის ეროვნულ თეატრში, მსახიობ კახი კავსაძის პანაშვიდზე ბიძინა ივანიშვილი მივიდა და ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

ამ წუთებში რუსთაველის თეატრში მსახიობ კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

მას 14:00 საათზე გამოასვენებენ. ოჯახის გადაწყვეტილებით, კახი კავსაძეს საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.

დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს თბილისის მერია გაიღებს. კახი კავსაძე 27 აპრილს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მანამდე ის რამდენიმე კვირის განმავლობაში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.