კახი, საქმე აკეთე, ბურთის კენწვლა მეც ვიცი – კობერიძე წყლის დაზიანებულ მილთან (ვიდეო)

ოპოზიციის თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი, გირჩი – მეტი თავისუფლების წევრი, ცოტნე კობერიძე ვიდეოს ავრცელებს, სადაც წყლის დაზიანებულ მილთან ბურთს კენწლავს.

“კახი საქმე აკეთე, ბურთის კენწვლა მეც კი ვიცი. პ.ს. ეს დიღომში ხდება სასამართლოსთან მთელი დღეა”,– წერს კობერიძე.