„თავისუფალი ჟურნალისტიკა შეუთავსებელია იმასთან, რომ დავით კეზერაშვილი, მაღალი ალბათობით, საერთაშორისო თაღლითობით ნაშოვნი ფულით აფინანსებს მედიის საქმიანობას. ამიტომ, ეს უნდა შეფასდეს არა ტელევიზიის ვინმესთვის გადაცემად ან გადაფორმებად, არამედ ტელევიზიის გადამალვად. ცდილობს, საკუთარი მძიმე რეპუტაციის ტვირთი დროებით მაინც ჩამოხსნას ტელევიზიას, რათა ამ მედიამ აქამდე დასახული ამოცანების შესრულება გააგრძელოს. საბოლოო ჯამში, საზოგადოების მოტყუება შეუძლებელია. როგორც არ უნდა ეცადოს კეზერაშვილი, რომ პარტიის ან მედიის უკან დაიმალოს, საზოგადოებისთვის სიმართლე ცნობილია და უნდა ველოდოთ, რომ კიდევ უფრო მეტი გახდება ცნობილი მის საქმიანობასთან დაკავშირებით“,

აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე.