კელი დეგნანს წერილით პაატა ბრუჭულაძეც მიმართავს

საოპერო მომღერალი, პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს წერილს საქართველოში ამერიკის ელჩის მიმართ. მისი შთაგონების წყარო ოცნებიდან გამოსული 3 დეპუტატის – სუბარი–ყაველაშვილი–ხუნდაძის ტრიოს მიმართ დღეს კელი დეგნანისადმი გაგზავნილი მორიგი წერილია:

ღია წერილი მის აღმატებულებას,ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში,ქალბატონ კელი დეგნანს.

თქვენო აღმატებულებავ,

დღეს წავიკითხე 3 აღშფოთებული ,,პატრიოტი” დებუტატის თქვენდამი გზავნილი ღია წერილი.
ჯერ მინდოდა მათთვის მიმეწერა იმ არარაობაზე და მავნებლობაზე,რაც იმ წერილშია მოყვანილი,მაგრამ მერე გადავიფიქრე,რადგან მივხვდი,რომ ამას აზრი არ ექნებოდა.მათ და მათმა პარტიის სამეგობრომ უკვე დიდი ხანია დაკარგა ხალხის ნდობა,პატივისცემა და რწმენა იმისა,რომ ისინი ემსახურებიან საქართველოს და მის სწრაფვას ევროპაში.პარლამენტის წინ ბოლო მიტინგები ამის უტყუარი საბუთია.

თქვენო აღმატებულებავ,მაპატიეთ,რომ მოგმართავთ ამ თხოვნით: თქვენ დიდი ქვეყნის ძლიერი დიპლომატი ბრძანდებით.უკეთ იცით თუ როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ შემთხვევაში,მაგრამ ჩემი,როგორც საქართველოს ერთი რიგითი მოქალაქის თხოვნა იქნება,რომ არ აყვეთ მათ პოლემიკაში.ქართველებს გვაქვს ანდაზა: ძაღლი იყეფებს,იყეფებს და გაჩერდება.მათი წერილი აღითქვით,როგორც ბიძინა ივანიშვილის მცდელობა ჩაგითრიოთ პროვოკაციაში.

მე და დარწმუნებული ვარ საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა ვემიჯნებით ამ წერილში მოყვანილ ყველა სიტყვას და საპირისპიროდ, მადლობას გიხდით თქვენ და თქვენს ქვეყანას იმ დიდი დახმარებისთვის და თანადგომისთვის,რასაც ათწლეულებია ღებულობს თქვენგან დამოუკიდებელი საქართველო.
დიდი პატივისცემით,
პაატა ბურჭულაძე.“– წერს პაატა ბურჭულაძე.