პარასკევი, 3 მაისი , 2024, 10:07

კვლევითმა ორგანიზაციამ 27%-ზე მეტისგან ვერ გაიგო, ვის უჭერს მხარს, ასეთი ორგანიზაცია შეიძლება ჩაითვალოს უთავმოყვარეოდ- კობახიძე კვლევაზე

როცა კვლევითი ორგანიზაცია აცხადებს, რომ 27 პროცენტზე მეტისგან ვერ გაიგო, ვის უჭერს მხარს, ასეთი ორგანიზაცია შეიძლება ჩაითვალოს პირდაპირ უთავმოყვარეოდ, ძალიან მარტივად. კვლევებში კარგად ვერკვევი,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან IRI- ის კვლევების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“მე არ ვიცი IRI- ის და NDI – ის კვლევები, მე ვიცი CRRC- ის და IPM- ის კვლევები, რომლებიც არა მარტო რეალობას არის აცდენილი, არამედ ერთმანეთთან არის აცდენილი. როცა ერთი კომპანია გიდებს 27 პროცენტს და მეორე 60%- ს და ამხელა სხვაობაა ერთმანეთში, იქ ბუნებრივია, ციფრები ყველაფერზე მეტყველებს. CRRC და IPM არ არის ის ორგანიზაცია, რომლებიც ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორებს მიაწვდის სწორ ინფორმაციას. როცა რომელიმე კვლევითი ორგანიზაცია აცხადებს იმას, რომ 27 პროცენტზე მეტისგან ვერ გაიგო, ვის უჭერს მხარს, ასეთი ორგანიზაცია შეიძლება ჩაითვალოს პირდაპირ უთავმოყვარეოდ, ძალიან მარტივად. კვლევებში კარგად ვერკვევი და ასეთი ორგანიზაცია შეიძლება შეფასდეს უთავმოყვარეოდ. სამწუხაროდ, ასეთი ორგანიზაციები აწვდიან ინფორმაციას ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო პარტნიორებს,”- განაცხადა კობახიძემ.

კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4-21 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. საველე სამუშაოები აიფიემმა განახორციელა. მონაცემები მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით შეგროვდა. შერჩევა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს მოიცავდა. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს. გამოპასუხების მაჩვენებელი — 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით გახდა შესაძლებელი.