“მეგობრებო, ვაგრძელებ მკურნალობას ნიუ ჰოსპიტალში. პროცესი მიდის ისე როგორც უნდა მიდიოდეს. კიდევ ერთი კვირა მომიწევს აქ ყოფნა. ჯერ საკვებზე არ გადავსულვარ, რაღაც სპეციალურ სითხეებს მასმევენ. ალბათ ზეგიდან შემომაპარებენ საჭმელს ნელ-ნელა.

ბოდიში, შეიძლება მესიჯებზე ვერ გიპასუხოთ, ძირითადად მძინავს.

მადლობა ყველას”

წერს დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ 17-დღიანი შიმშილობა 19 ნოემბერს შეწყვიტა, როცა მისი მოთხოვნა შესრულდა და მიხეილ სააკაშვილი ჰოსპიტალში გადაიყვანეს.