კიდევ ცოტა მოთმინება გვმართებს – თურნავა რესტორნებს

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ სარესტორნო სფეროში არსებული პრობლემების ესმის, თუმცა მათ ცოტა კიდევ უნდა მოითმინონ.

“დღეს გვაქვს პოზიტიური ტენდენცია და უნდა შევინარჩუნოთ. როგორც კი მოგვეცემა საშუალება აჭარის მსგავსად, სხვა რეგიონებზეც ეს გავრცელდება. კიდევ ცოტა მოთმინება გვმართებს. მე მესმის მათი პრობლემების, მესმის, რომ ეს არ არის პოლიტიზირებული აქტი, არამედ, მათი შიდა პრობლემებით გამოწვეული პროტესტი. ამის დიდი იმედი ამქვს და რწმენაც რომ ასეც იქნება”, – ამბობს თურნავა.

ხვალ, 30 იანვარს, 100–ზე მეტი რესტორანი პროტესტის ნიშნად 24 საათით მუშაობას და გატანის სერვისს შეწყვეტს. ისინი მთავრობის კანცელარიასთან 15:00 საათზე მშვიდობიან საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.