კიევისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვება – პუტინი უკრაინის კონტრშეტევაზე

ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევასა და რუსულ ჯარებზე შემდგომ ზეწოლას “კიევისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვება”. მან ასევე აღნიშნა, რომ  მოსკოვი უკრაინაში არ ჩქარობს და რომ მიზნები უცვლელია.

“კიევის ხელისუფლებამ აქტიური კონტრშეტევის წამოწყების შესახებ განაცხადა. ვნახოთ, როგორ განვითარდება და როგორ დასრულდება მოვლენები. ბოლო დროს, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს რამდენიმე დარტყმა მიაყენეს. დავუშვათ, რომ ეს გაფრთხილებაა. თუ სიტუაცია ასევე განვითარდება, რეაგირება უფრო სერიოზული გვექნება”. – თქვა პუტინმა ღიმილით.